ოლექსი დანილოვი: რუსეთის ფლოტის 20% აღარ არსებობს
27/12/2023 06:17:03 მსოფლიო
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20% განადგურებულია.
„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არსებობს“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია.


