თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
26/12/2023 17:58:07 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, - იუწყება დასავლური მედია.
ახლა საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.
ცნობისთვის: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს გადასცა.


