Accentnews.ge
შვედეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას მხარი საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ

შვედეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას მხარი საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ

26/12/2023 17:20:21 მსოფლიო

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი.

"შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს", - განაცხადა იონსონმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი მიქაელ ბიუდენი უკრაინის არმიის აღმოსავლეთის მიმართულებით მებრძოლ ბრიგადას ეწვია. იგი ასევე შეხვდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, მათ შორის „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავების კიევისთვის შესაძლო მიწოდების საკითხი განიხილეს. ბიუდენის თქმით, თვითმფრინავების გადაცემის საკითხი შვედეთში პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S