ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
26/12/2023 15:50:43 მსოფლიო
ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.
როგორც ტაივანში აცხადებენ, სია იმ მიზნით გაფართოვდა, რომ "რუსეთსა და ბელარუსში ისეთი საქონლის ექსპორტი არ მოხდეს, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება".
სასანქციო სიაშია ისეთი მოწყობილობები, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე – გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.


