კაცს ცოლისა და ოთხი შვილის დახოცვას ედავებიან [ფოტო]
26/12/2023 13:11:25 მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ცოლისა და ოთხი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის კაცი დააკავა.
გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ხუთი ცხედარი იპოვეს ილ დე ფრანსის რეგიონში მდებარე ქალაქ მოში, ერთ-ერთ ბინაში. მსხვერპლი აღმოჩნდა ქალი და მისი ოთხი შვილი, რომელთა ასაკი ცხრა თვიდან 10 წლამდე იყო. პროკურორმა ჟან-ბატისტ ბლადიერმა აღწერა "უკიდურესი ძალადობის" სცენა, როდესაც პოლიცია ბინას მიუახლოვდა, შემთხვევის ადგილზე სისხლის გუბეები იდგა.

სახლში ძალადობრივი შეღწევის ნიშნები ვერ იპოვეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი და შემთხვევის ადგილზე არ დახვდათ.
პოლიცია მეზობელმა გამოიძახა, როდესაც სისხლის კვალი შეამჩნია.
კაცი მამის სახლში დააკავეს. პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილს პოლიცია იცნობდა ოჯახური ძალადობის წინა ინციდენტის გამო, თუმცა ის ნასამართლევი არ ყოფილა.
პროკურორის თქმით, დედას და ორ ბავშვს – 10 და 7 წლის გოგონებს დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, ოთხი წლის ბიჭის და ცხრა თვის ბავშვი სავარაუდოდ, მოძალადემ გაგუდა.ამ გარემოებას ექსპერტიზა დაადგენს.


