Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ბოლო ოთხ თვეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ბოლო ოთხ თვეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა

26/12/2023 12:43:39 მსოფლიო

26 დეკემბრის ღამეს ანექსირებულ ყირიმში უკრაინული ძალების მიერ რუსულ ხომალდზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, რომ „ისინი, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინაში ომი ჩიხში შევიდა, ცდებიან“, - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

„მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. რუსეთის დომინირება შავ ზღვაში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და გაერთიანებული სამეფო-ნორვეგიის ხელმძღვანელობით საზღვაო შესაძლებლობების ახალი კოალიცია ეხმარება უკრაინას ზღვაზე გამარჯვებაში“, - წერს შაპსი სოციალურ ქსელ X.

26 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი" ყირიმში თავდასხმის დროს. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ 26 დეკემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, საჰაერო ძალების ტაქტიკურმა ავიაციამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "ნოვოჩერკასკის" დიდ სადესანტო ხომალდს ფეოდოსიის რაიონში და გაანადგურა.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა დაადასტურა თავდასხმა ფეოდოსიის რაიონში და განაცხადა, რომ პორტის ტერიტორია შემოსაზღვრულია. მოგვიანებით მან თქვა, რომ დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა ორი, დაზიანდა ექვსი სახლი, ჩამსხვრეული მინები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული დიდი სადესანტო გემი გუშინ ღამით ყირიმში, ფეოდოსიის პორტში დაზიანდა. უწყებას არ გაუმჟღავნებია ამ დაზიანებების ხასიათი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S