Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – რუსული ხომალდის განადგურებაზე: ვისაც სჯერა, რომ ომი ჩიხშია, ცდება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – რუსული ხომალდის განადგურებაზე: ვისაც სჯერა, რომ ომი ჩიხშია, ცდება

26/12/2023 12:42:10 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ გრანტ შაპსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია.

"პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რო ვისაც სჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, ცდება. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას", - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

უკრაინა იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S