მოლდოვაში პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც მაია სანდუს სახლი "დანაღმა"
26/12/2023 12:17:17 მსოფლიო
კიშინიოველ კაცს, რომელმაც ერთი წლის წინ ტელეფონით შეატყობინა პოლიციას ყუმბარის არსებობის შესახებ სახლში, სადაც მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ცხოვრობს, ერთი წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ბრალდებულის დაუსწრებლად მიიღეს, რადგან ის სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებდა. ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
საქმის მასალების მიხედვით, ფაქტი 2022 წლის 23 ივლისს მოხდა. მამაკაცმა დარეკა „112“-ში და შეატყობინა, რომ იმ სახლის შესასვლელში, სადაც მაია სანდუ ცხოვრობდა, ყუმბარა დადო. პოლიციამ ის მალევე დააკავა, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახეთ არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა. მამაკაცი გაიქცა.
ეს არ არის ბრალდებულის მიერ კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა. მას ადრე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მსგავსი დანაშაულისთვის: 2020 წელს კაცმა თქვა, რომ ყუმბარა დადო კიშინიოვის საკათედრო ტაძარში.


