Accentnews.ge
აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი ფრანგი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი ფრანგი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

26/12/2023 11:35:36 მსოფლიო

ოფიციალურმა ბაქომ პარიზს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 26 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ელჩს აცნობეს, რომ "აზერბაიჯანის მთავრობამ გამოხატა სერიოზული პროტესტი 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებზე და საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა".

აღნიშნულ პირებს აზერბაიჯანის 48 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S