Accentnews.ge
კულება: ევროკავშირს უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე გადაწყვეტილება უნგრეთის გამო არ გადაუდია

კულება: ევროკავშირს უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე გადაწყვეტილება უნგრეთის გამო არ გადაუდია

26/12/2023 09:43:08 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას.

როგორც კულებამ უკრაინული ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, ამ საკითხზე რიგგარეშე სამიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა უნგრეთის ვეტოს გამო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს აძლევს დროს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის გაფართოებაზე.

„მათ [ევროკავშირს - რედ.] არ სურთ, ჰქონდეთ სიტუაცია, სადაც მუდმივად „მინუს ერთი“ რეჟიმში მიიღება გადაწყვეტილებები“, - თქვა კულებამ.

მან დასძინა, რომ უნგრეთს მოლაპარაკებისთვის ერთი თვე მიეცა, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა.

"ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დაამტკიცებს თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა,, მათ შორის, უნგრეთი, თუ 26 ქვეყანა მის გარეშე გამოყოფს თანხების",– დასძინა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავდა ურაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S