ნაუსედა: რუსეთმა შესაძლოა, NATO–ს ქვეყნების წინააღმდეგ მიმართოს აგრესია, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს
26/12/2023 08:34:02 მსოფლიო
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ მიმართოს აგრესია, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. ამის შესახებ მან TV3-თან ინტერვიუში განაცხადა.
იმავდროულად, ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის ალბათობა მცირეა.
„ეს დამოკიდებული იქნება უკრაინის ომის სცენარზე, თუ რუსეთი ვერ მოახერხებს ყველაფრის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას, რა თქმა უნდა, იქ დიდხანს ჩარჩება და რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებს. თუ ყველაფერი სხვაგვარად იქნება და დასავლეთი უეცრად ზურგს აქცევს უკრაინას და არ გაუწევს მას საჭირო დახმარებას... დიახ, მაშინ ეს შეიძლება, მოხდეს [ნატო–ს ქვეყანაზე თავდასხმა], მაგრამ ასეთი სცენარის ალბათობა დაბალია“, - აღნიშნა მან რუსულ საფრთხეზე საუბრისას.
ნაუსედას თქმით, „არავის აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეიძლება, შეიცვალოს რუსეთის ქცევა და როდის მიმართავს ის მზერას ნატო–სკენ“.


