სამხრეთ კორეამ გააფართოვა რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული პროდუქტების სია
26/12/2023 08:21:26 მსოფლიო
სამხრეთ კორეამ რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სია განაახლა.
როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება, აიკრძალა კიდევ 682 სახის საქონლის, მათ შორის მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ბატარეების, საავიაციო აღჭურვილობის კომპონენტების, ასევე სამგზავრო მანქანების ექსპორტი, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 2 ათას კუბურ მეტრს. იხილეთ ადრე 50 ათას დოლარზე მეტი მანქანები უკვე ექვემდებარებოდა შეზღუდვებს. მანამდე შეზღუდვის ქვეშ იყო მანქანების ექსპორტი, რომელთა ღირებულებაც 50 ათას დოლარს აღემატებოდა.
ახალი შეზღუდვები ძალაში მომავალი წლის დასაწყისიდან შევა. მთლიანობაში, იმ საქონლის სიაში, რომელთა მიწოდებაც რუსეთში შეუძლებელია, ახლა 1159 პუნქტია. სამინისტროს ცნობით, აკრძალვა შეეხო საქონელს, რომელიც, სავარაუდოდ, სამხედრო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ექსპორტის ნებართვა შეიძლება გაიცეს შემოწმების შემდეგ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სამხრეთ კორეამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მოსკოვმა თავის მხრივ კორეის რესპუბლიკა „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში დაამატა.


