აშშ–მა ერაყში საპასუხო დარტყმები განახორციელა
26/12/2023 07:56:14 მსოფლიო
აშშ-ის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ერაყში "კატაიბ ჰესბოლას" და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გამოყენებული მრავალი ობიექტის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსამსახური (CENTCOM) იტყობინება.
როგორც სარდლობამ აღნიშნა, მანამდე "კატაიბ ჰეზბოლას" ტერორისტები და ირანის მიერ დაფინანსებული დაჯგუფებები თავს დაესხნენ კოალიციის ძალებს ერაყში, ერბილში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც იუწყებიან, პირველადი შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა გაანადგურა სამხედრო სამიზნეები და შესაძლოა, "მოკლულიყო "კატაიბ ჰეზბოლას" რამდენიმე მებრძოლი".
სარდლობას არ აქვს ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულების შესახებ.
„ეს დარტყმები გამიზნულია იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ერაყსა და სირიაში კოალიციის ძალებზე თავდასხმებზე და მათი მხრიდან თავდასხმების გაგრძელების უნარის შესუსტებაზე“, - თქვა გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.
ამავე დროს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ეს ზუსტი დარტყმები არის პასუხი, კერძოდ, ორშაბათს ერბილის საჰაერო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე, რის შედეგადაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები "არ ცდილობს რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას", ის "მზადაა, მიიღოს შემდგომი აუცილებელი ზომები" თავისი პერსონალისა და ობიექტების დასაცავად.
ოსტინმა დასძინა, რომ დარტყმები განხორციელდა აშშ-ის პრეზიდენტის მითითებით.
მანამდე ბოევიკებმა ერაყიდან 15 რაკეტა გაისროლეს სირიის რუმეილანის რეგიონში, ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით.
ახლო აღმოსავლეტში ვითარების გამწვავების შემდეგ ერაყსა და სირიაში ამერიკულ სამხედრო პერსონალზე თავდასხმები გახშირდა.


