ბენიამინ ნეთანიაჰუმ მშვიდობის წინაპირებები დაასახელა
26/12/2023 06:48:57 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს.
„ჰამასის განადგურება, ღაზას დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია“, - აცხადებს ნეთანიაჰუ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მისი თქმით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს.
„აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს“, - წერს პრემიერი.
მისი თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად.
„სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე“.
ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება, აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა“.


