უკრაინის თავდაცვის ძალები: მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება
26/12/2023 06:31:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებში უარყოფენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს განცხადებას, რომლის თანახმად, რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა აიღეს.
„ბრძოლა მარინკასთვის გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს–ცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუპუნმა.
მან კომენტარი გააკეთა ავდიივკას რაიონში არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ ამჟამად ტერიტორიას უკრაინა მტკიცედ იცავს.


