მსოფლიო ბანკმა უკრაინას სახელმწიფო ხარჯებისთვის თანხები გამოუყო
26/12/2023 06:06:49 მსოფლიო
უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხარჯების მხარდასაჭერად 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო. საუბარია სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
"ამერიკის ხმის" ცნობით, მსოფლიო ბანკმა 1.086 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო, ნორვეგიამ 190 მილიონი დოლარის გრანტი, აშშ-მა 50 მილიონი დოლარი და შვეიცარიამ 20 მილიონი დოლარი.
უკრანის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდება, რომელიც დაკავშირებული არაა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. კერძოდ, გადაუდებელი სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის ასაკის მიხედვით სოციალური შეღავათებისა და ანაზღაურების გაზრდას.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარება „მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, რაც საშუალებას აძლევს უკრაინას დაფაროს ომის დრო სპრიორიტეტული სოციალური ხარჯები .


