Accentnews.ge
ირანის რევოლუციური გვარდია უფროსი ოფიცრის სიკვდილისთვის ისრაელს შურისძიებით დაემუქრა

ირანის რევოლუციური გვარდია უფროსი ოფიცრის სიკვდილისთვის ისრაელს შურისძიებით დაემუქრა

25/12/2023 20:37:56 მსოფლიო

დამასკოში ირანელი ოფიცრის დაღუპვის გამო ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს შურისძიებით ემუქრება.

„უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“, - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

ირანელი ოფიცრის, რაზი მუსავის მკვლელობას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისიც გამოეხმაურა მუქარით.

ღაზას სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, მედია იტყობინება ისრაელის თავდასხმის შესახებ დამასკოს გარეუბანზე, რა დროსაც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი საიედა მუსავი დაიღუპა. როგორც ირანული სააგენტო Tasnim აღნიშნავს, ის იყო ირანელი გენერალ ქასემ სოლეიმანის მოკავშირე, რომელიც 2020 წელს ერაყში აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S