რომის პაპმა საშობაო გზავნილში უკრაინისთვის მშვიდობა ითხოვა
25/12/2023 19:48:46 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მიმართა და უკრაინისთვის მშვიდობა ითხოვა.
„იესოსკენ მიპყრობილი თვალებით მშვიდობას ვევედრები უკრაინისთვის. განვაახლოთ სულიერი და ადამიანური სიახლოვე მის ტანჯულ ხალხთან, რათა თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერით იგრძნონ ღვთის სიყვარულის ძალა“, - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა საშობაო გზავნილში.
რომის პაპმა მშვიდობა უსურვა ისრაელსა და პალესტინას, ასევე მიმართა სირიის, იემენისა და ლიბანის ხალხს.
„დაე, მოახლოვდეს საბოლოო მშვიდობის დღე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - აღნიშნა ფრენსისმა.


