ჩეხი მინისტრი: ომის დაღლილობა სხვადასხვანაირად ვლინდება, თუმცა თუ საკუთარი უსაფრთხოებით დავიღლებით, დავკარგავთ თავისუფლებას და სუვერენიტეტს
25/12/2023 19:39:49 მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რუსეთი საკუთარი საზვრებისგან რაც შეიძლება მოშორებით შეაკავოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ სააგენტო ČTK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ მისი ქვეყანა რუსეთს ევროკავშირის საზღვრებზე, ჩეხეთის გვერდით შეეჯახება.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც კბილებს აჭერს ცენტრალური ევროპის რეგიონს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს“, - განაცხადა ლიპოვსკიმ.
ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის დახმარება - სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური - სასარგებლოა ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ლიპავსკის თქმით, ომის დაღლილობა, რაზეც ხშირად საუბრობენ, სხვადასხვანაირად ვლინდება. „თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ დავიღალეთ საკუთარი უსაფრთხოებით, დავკარგავთ თავისუფლებას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა მინისტრმა.
დიპლომატს მიაჩნია, რომ არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არიან სრულ მზადყოფნაში ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ისინი ავლენენ მაღალ მოტივაციას, ამიტომ, ამაში მათ უნდა დაეხმარონ.
„ჩვენი დახმარება არ არის მოტივირებული წმინდა ალტრუიზმით და იმით, რომ ეს ამას სასიამოვნოდ მივიჩნევთ. ჩვენს ინტერესებშია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ჩვენთან რაც შეიძლება დაახლოებაში“, - დასძინა ლიპოვსკიმ.
ჩეხეთის ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებს ხელისუფლებას უკრაინის დახმარებაში, რიგითი ჩეხების მხარდაჭერის ნაცვლად. თუმცა ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჩეხების უმრავლესობა კვლავ უკრაინის მხარდაჭერია და კიევის გამარჯვებას უსურვებს. გამოკითხვამ ასევე აჩვენა შიში, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება.


