Accentnews.ge
უკრაინაში უარყოფენ შოიგუს მიერ "დიდ მიღწევად" გამოცხადებულ ოპერაციას

უკრაინაში უარყოფენ შოიგუს მიერ "დიდ მიღწევად" გამოცხადებულ ოპერაციას

25/12/2023 18:23:56 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის წარმომადგენელმა ოლექსანდრ შტუპუნმა უარყო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაკავების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობები.

"მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამჟამად ჩვენი სამხედროები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფებიან, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად ამისა მარინკის დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია". – ამბობს შტუპუნი.

25 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ.

„ჩვენმა შემტევმა ნაწილებმა დღეს მარინკას დასახლება მთლიანად გაათავისუფლეს“, - თქვა შოიგუმ და დასძინა, რომ "მარინკას დაკავება ბახმუტის შემდეგ რუსი სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს".

„მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა, რომელიც რუს ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში გადავიდნენ“, - აღნიშნა, თავის მხრივ, პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S