უკრაინამ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა
25/12/2023 18:04:49 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა.
უწყების ცნობით, ოლიგარქის კომპანიები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროსაც აგრძელებენ მუშაობას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის.
მიხეილ ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg $12.1 მილიარდად აფასებს.
გასულ წელს უკრაინის სასამართლომ ფრიდმანის აქტივები დააყადაღა. საუბარია 12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივებზე, რაც 420 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ეს აქტივები „ალფა ბანკის“ უკრაინის ფილიალში ინახებოდა.
მიხაილ ფრიდმანი, რომელიც მთელ მსოფლიოში არაერთ კომპანიას ფლობს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო სიის ფიგურანტია.


