Accentnews.ge
მედია: დამასკოზე ისრაელის იერიშის სედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა

მედია: დამასკოზე ისრაელის იერიშის სედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა

25/12/2023 16:28:27 მსოფლიო

ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ამავე წყაროების ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რეზა მუსავი საჰაერო თავდასხმის შედეგად, სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, სიტ ზეინაბში დაიღუპა.

მუსავი სირიაში ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მრჩეველი და გენერალ ყასემ სულეიმანთან დაახლოებული პირი იყო.

ისრაელის მხარე დამასკოს დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S