ანკარა თურქი სამხედროების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშის შესახებ იუწყება
25/12/2023 13:59:39 მსოფლიო
თურქეთმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ მისმა საჰაერო ძალებმა „განეიტრალეს“ 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად, შაბათ-კვირას თურქი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ. წერს "როიტერი".
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს 23 დეკემბრის ცნობის მიხედვით, 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში ქურთების მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო. 25 დეკემბერს უწყება სულ მცირე "26 ბოევიკის განეიტრალების" შესახებ იუწყება.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა ასევე განაცხადა კვირას, რომ "კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი აწარმოებს ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს".
გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა.
იუსტიციის მინისტრმა ილმაზ ტუნჩმა თქვა, რომ ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ „დანაშაულისა და კრიმინალის განდიდებაში“ და „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში“ და დასძინა, რომ დაკავების ორდერი სხვებზეც არის გაცემული.
"ქურთისტების მუშათა პარტია" ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთში. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში ქურთების წინააღმდეგ.


