Accentnews.ge
სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

25/12/2023 13:46:26 მსოფლიო

სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები გასულ კვირას ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი ხედვით, არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა და მთავარი მოთხოვნა შედეგების გაუქმებაა.

ათასობით ადამიანი ბელგრადის ცენტრში შეიკრიბა. იუწყებიან, რომ დემონსტრანტებმა საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა დაიწყეს. წინა დღეს აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის შესასვლელის ფანჯრები შეამტვრიეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა 8 პოლიციელი და დააკავეს აქციის 38 მონაწილე.

ოპოზიციური პარტიები პოლიციას გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ და სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიცია აქციის მონაწილეებს.

1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 17 დეკემბერს მმართველი პარტიის, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გამარჯვება გამოცხადდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი არასამართლიანად შეაფასეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S