Accentnews.ge
ნავალნი იპოვეს

ნავალნი იპოვეს

25/12/2023 13:30:54 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში, სპეციალური რეჟიმის კოლონიაში იმყოფება. ამის შესახებ მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომლებსაც ნავალნისთან 20 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წვდომა და ჯილდოც კი დააწესეს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, პატიმარი ადვოკატმა მოინახულა, თავად ნავალნი "კარგადაა".

სოფელი ხარპი მდებარეობს არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში, ახლა იქ პოლარული ღამეა. ადმინისტრაციულად ექვემდებარება ქალაქ ლაბიტნანგს, იამალო-ნენეცის ოლქში. ვორკუტას გავლით სარკინიგზო ხაზი აკავშირებს მას მოსკოვთან.

სოფელში ორი სპეციალური რეჟიმის კოლონიაა. ნავალნი მე-3 კოლონიაშია.

"იქ მკაცრი პირობებია, სპეციალური რეჟიმი. იქ მისვლა ძალიან რთულია და არ არსებობს წერილების მიწოდების სისტემები", - აღნიშნავს ნავალნის მოკავშირე ივან ჟდანოვი.

მანამდე ნავალნი იმყოფებოდა ვლადიმირის რეგიონის 6-ე კოლონიაში. 6 დეკემბერს ადვოკატებს მისი ნახვის უფლება აღარ მისცეს. ამის შემდეგ, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნიმ კოლონია 11 დეკემბერს დატოვა სხვა რეგიონში გადაიყვანეს. იყო ვარაუდი, რომ მას სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანდნენ, სადაც პატიმრები უფრო მძიმე პირობებში იმყოფებიან, რადგან მისი სრულად იზოლირება სურთ, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S