Accentnews.ge
მედია: კრემლის პროპაგანდისტი მოწამლეს

მედია: კრემლის პროპაგანდისტი მოწამლეს

25/12/2023 13:21:11 მსოფლიო

რუსული სახელმწიფო ტელეარხის RT-ის რუსული რედაქციის ყოფილი ხელმძღვანელი, კრემლის პროპაგანდისტი ანტონ კრასოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის დაზვერვის წყაროები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

კრემლის პროპაგანდისტის შესაძლო მოწამვლის შესახებ ორშაბათს ცნობები დამოუკიდებლად გაავრცელეს "კიევ პოსტმა" და "უკრაინსკია პრავდამ". ორივე მედიასაშუალება სადაზვერვო წყაროებზე მიუთითებს.

ორივე მათგანი სადაზვერვო წყაროებს ასახელებს. „ცუდი ადამიანი ცუდ საქმეებს სჩადიოდა და აი, შობას ცუდად გახდა",– ციტირებს "უკრაინსკაია პრავდა" თანამოსაუბრეს. წყაროები ღიად არ ამბობენ, ვინ შეიძლება იყოს კრასოვსკის სავარაუდო მოწამვლის უკან და რა ნივთიერებით შეიძლებოდა მისი მოწამვლა.

ერთი დღით ადრე კრასოვსკის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა მისი ფოტო და ჩანაწერი: "კვირის დასაწყისში უცებ მუცელი ამტკივდა, მაღებინა, მერე გონება დავკარგე. კლინიკაში წამიყვანეს, თანდათან გონს მოვდივარ."

"კიევ პოსტის" წყარო ირწმუნება, რომ კრასოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ეჭვობს, ბოლო ჩანაწერი თავად პროპაგანდისტს ეკუთნოდეს.

მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ინფორმაცია შესაძლო მოწამვლის შესახებ, კრასოვსკიმ ჩაწერა ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც მან განაცხადა, რომ ის "ცოცხალია", "იცოცხლებს" და "გამარჯვება იქნება ჩვენი". ის ჰოსპიტალიზაციის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ის უკრაინელი ბავშვების "დახრჩობის" და "დაწვის" წინადადებით გამოდიოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S