Accentnews.ge
ლატვიამ უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთვეული თითქმის 1 მილიონი ევროს ღირებულების მანქანები გადასცა

ლატვიამ უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთვეული თითქმის 1 მილიონი ევროს ღირებულების მანქანები გადასცა

25/12/2023 11:17:56 მსოფლიო

ლატვიამ უკრაინას დეკემბერში გადასცა 271 ავტომანქანა, რომლებიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო ჩამოართვეს მძღოლებს. ჩამორთმეული ავტომანქანების საფასური ჯამში 1 მილიონი ევროა. იტყობინება გამოცემა "დელფი".

ჩამორთმეული მანქანების უკრაინისთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ კანონი ლატვიის პარლამენტმა თებერვალში მიიღო. კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილებას ლატვიის მთავრობა იღებს.

სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ცნობით, კიდევ 160 ათასი ევროს ღირებულების 34 ავტომანქანის გადაცემის საბუთები მზადდება.

ავტომანქანები უკრაინაში ჩააქვს ორგანიზაცია „ტვიტერ-კონვოის“. ფირმა უკრაინას ამარაგებს სხვა ავტომობილებითაც. წელს უკრაინას ლატვიისგან სულ გადაეცა სხვადასხვა დანიშნულების 1100 ავტომანქანა, რომელთა საფასური ორი მილიონი ევროა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S