ISW: რუსი მედესანტეები არსებით დანაკარგებს განიცდიან ხერსონის რეგიონის სამხრეთით
25/12/2023 09:12:08 მსოფლიო
ახლად ჩამოყალიბებული 337-ე საჰაერო სადესანტო პოლკი (რუსეთის შეიარაღებული ძალების 104-ე საჰაერო სადესანტო დივიზია) კვლავ განიცდის დანაკარგებს ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკის მახლობლად, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.
ანგარიშში მითითებულია ერთ-ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის დედის ვიდეომიმართვა, რომელშიც ქალი ამბობს, რომ „ცოტა ხნის წინ, კრინკის მახლობლად ბრძოლების დროს, განადგურდა 337-ე პოლკის მთელი პირველი ასეული“.
როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, ქალი აღნიშნავს, რომ „ამ მიმართულებით მოქმედ სამხედროებს არ ჰყავთ ეფექტური ხელმძღვანელობა საშუალო დონის მეთაურების დონეზე, მათ არ აქვთ საარტილერიო მხარდაჭერა და ზედიზედ 20 დღეს ატარებენ სანგრებში წყლისა და სხვა მარაგის გარეშე. .” მან დაასრულა თავისი მიმართვა რუსეთის სარდლობისადმი თხოვნით, არ გამოყენონ პოლკის დანაყოფები „საზარბაზნე ხორცად".
ISW-მ აღნიშნა, რომ საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობა ასევე „აწყდებიან დაუმორჩილებლობის პრობლემებს 104-ე დივიზიის რიგებში“.
„რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემამ Mobilization News გაავრცელა 24 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ სჯის რუსი მეთაური 104-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ახლადშექმნილი 345-ე პოლკის რამდენიმე ჯარისკაცს მისი ბრძანებების შეუსრულებლობის გამო და მათ აიძულებს, სრულიად შიშვლები ჩახტნენ ღამით ორმოში“, - ნათქვამია მოხსენებაში.


