Accentnews.ge
უკრაინელებმა 31–დან 28 დრონი ჩამოაგდეს ექვს რეგიონში

უკრაინელებმა 31–დან 28 დრონი ჩამოაგდეს ექვს რეგიონში

25/12/2023 07:58:30 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ყირიმიდან გაშვებული 31 "შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატიდან, 28 ჩამოაგდეს. ამის შესახებ დილის ანგარიშშია საუბარი.

„2023 წლის 25 დეკემბრის ღამეს მტერმა შეტევა განახორციელა 31 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და ორი რაკეტით. უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 28 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136/131“ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

13 დეკემბერს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გახსნა ახალი ადგილი უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად სევასტოპოლის ბალაკლავას რაიონში. ბალაკლავა არის მეხუთე დადასტურებული რუსული დრონების გაშვების ადგილი. სხვა ცნობილი ადგილებია კონცხი ჩაუდა ყირიმში, იეისკი, პრიმორსკო-ახტარსკი და კურსკი რუსეთში.

რუსი სამხედროები რეგულარულად ბომბავენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ მათი არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების და დრონების მოქმედების არეალში. მიუხედავად მტკიცებულებებისა, რუსეთი უკრაინაში შეჭრის დღიდან უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S