Accentnews.ge
Reuters: ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახალი ფრთოსანი რაკეტები მიიღეს, მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია

Reuters: ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახალი ფრთოსანი რაკეტები მიიღეს, მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია

25/12/2023 06:34:06 მსოფლიო

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა Talaeiyeh-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიიღეს, რომელთა მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია, - იუწყება Reuters ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

Reuters–ის ცნობით, ირანულმა ძალებმა ასევე მიიღეს სადაზვერვო ვერტმფრენები.

„ეს ჭკვიანი რაკეტაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამიზნე მისიის შუალედში“, - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანმა.

მისი თქმით, სადაზვერვო ვერტმფრენები, დრონები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები იყო ახალ იარაღს შორის, რომელიც საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა და რომ მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილია და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ.

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ვერტმფრენები და დრონები რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა ბრალდება უარყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S