Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: მტრის სუ–34 და სუ–30 განადგურებულია

უკრაინის გენშტაბი: მტრის სუ–34 და სუ–30 განადგურებულია

25/12/2023 06:27:35 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს უკრაინულმა ძალებმა რუსული სუ-30 ჩამოაგდეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, განეიტრალებულია სუ-34-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 გამანადგურებელი: სუ-34 და სუ-30, - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით, რუსულ გამანადგურებელ სუ-34-ს დაარტყეს. მათივე ცნობით, შავ ზღვაში რუსულ სუ-30-ზე საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S