პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
24/12/2023 06:55:34 მსოფლიო
პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტიდან მცირე ხნით მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც 23 დეკემბრის საღამოს პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო შენობაში ბომბების არსებობის შესახებ.
როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაშია აღნიშნული, ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა.
პოლიცია სავარაუდო ბომბების ძებნას შეუდგა და სასწრაფოდ მოახდინა მთელი შენობის ევაკუაცია.
შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გაავრცელა.
პრაღის აეროპორტში მომხდარ ინციდენტამდე, 21 დეკემბერს პრაღის კარლის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებული თავდასხმას, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეთხუთმეტე თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.
23 დეკემბერს მთელი ჩეხეთის მასშტაბით გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.


