NYT: პუტინი შუამავლების მეშვეობით უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს სთავაზობს
23/12/2023 17:06:48 მსოფლიო
საომარი რიტორიკისა და ომის გაგრძელების განზრახვის შესახებ განცხადებების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიპლომატიური არხებით ცეცხლის შეწვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვამს, - განუცხადეს The New York Times-ს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ასევე გამოცემის ამერიკელი და სხვა დასავლელი წყაროები.
გამოცემის თანამოსაუბრეთა ინფორმაციით, პუტინი ჯერ კიდევ სექტემბრიდან აკეთებს მინიშნებებს მზადყოფნაზე დაზავებისთვის, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს ამჟამინდელ პოზიციებზე შეაჩერებდა. როგორც ამერიკული წყაროები აღნიშნავენ, 2022 წლის შემოდგომაზე პუტინი ინტერესს ავლენდა ცეცხლის შეწყვეტის მიმართ მას შმედეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში რუსული არმია გაანადგურეს. მაშინ პუტინმა მიანიშნა, რომ დაკმაყოფილდებოდა იმ დროისთვის დაკავებული ტერიტორიებით და მზად იყო ზავის დასადებად.
როგორვ გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე ომისადმი პუტინის მიდგომა ხასიათდება იმპროვიზაციითა და მანევრირებით, თუმცა ომის ამდენხანს გაგრძელება რუსეთის პრეზიდენტს აშკარად არ ჰქონია და ახლა იგი დაზავებითვის მზადყოფნის სიგნალებს ერთდროულად რამდენიმე არხით აგზავნის, მათ შორის - როგორც აშშ-სთან ისე რუსეთთან დაკავშირებული მესამე ქვეყნების მთავრობების გამოყენებით.


