უკრაინა: ბოლო 24 საათში სამი რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ
23/12/2023 10:12:49 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში სამი რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ბომბდამშენები ხერსონის ოლქში გაანადგურეს. მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს.
მოსკოვში „სუ-34“-ების ჩამოგდების შესახებ უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმფრინავები სავარაუდოდ, სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტით“ ჩამოაგდეს.


