უკრაინამ იაპონიისგან 950 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო
23/12/2023 10:06:48 მსოფლიო
მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში უკრაინამ იაპონიისგან 950 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.
როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურში ამბობენ, თანხები მიმართული იქნება ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაუდებელ და პრიორიტეტულ საჭიროებებზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რეაბილიტაციისა და სოციალური დახმარების სფეროში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს იაპონიიდან 52,4 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს და იაპონიის მთავრობისგან სესხს 900 მილიონი დოლარის ოდენობით.


