Accentnews.ge
ISW: ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია და ბელგია უკრაინას F16-ებს სავარაუდოდ, ერთ კვირაში მიაწვდიან

ISW: ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია და ბელგია უკრაინას F16-ებს სავარაუდოდ, ერთ კვირაში მიაწვდიან

23/12/2023 09:59:56 მსოფლიო

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს.

ISW-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრმა მარკ რუტემ 22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდები F-16-ის 18 ავიაგამანადგურებელს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს. თუმცა მას ვადები არ დაუკონკრეტებია.

"რუტეს არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები. თუმცა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე", - აცხადებს ISW.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S