Accentnews.ge
"20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაში მოხვდა

"20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაში მოხვდა

22/12/2023 17:50:13 მსოფლიო

უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში", რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს გადმოსცემს, ამერიკული კინოპრემიის, "ოსკარის" მოკლე სიის ორ კატეგორიაში მოხვდა.

ფილმი მოხვდა პრემია "ოსკარის" პრეტენდენტთა სიებში, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ნომინანტებს 2024 წლის 23 იანვარს გამოაცხადებენ. პრემიების გადაცემა 10 მარტისთვისაა დაგეგმილი.

მსტისლავ ჩერნოვთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და მარტის შუა რიცხვებში დატოვეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები.

დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეო მასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა გამოიტანა ქალაქიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S