Accentnews.ge
მოსკოვში სკოლიდან გაათავისუფლეს პედაგოგი იმის გამო, რომ დაფაზე დაწერა, „დიდება უკრაინას, სიკვდილი რუს იდიოტებს!“

მოსკოვში სკოლიდან გაათავისუფლეს პედაგოგი იმის გამო, რომ დაფაზე დაწერა, „დიდება უკრაინას, სიკვდილი რუს იდიოტებს!“

22/12/2023 17:20:43 მსოფლიო

მოსკოვის ერთ–ერთი გიმნაზიიდან გაათავისუფლეს კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი სერგეი ავერიანოვი, რომელმაც ნოემბერში საგაკვეთილო პროცესისას დაფაზე დაწერა, „დიდება უკრაინას, სიკვდილი რუს იდიოტებს!“ და თითქოს დახატა სვასტიკა. ამის შესახებ OVD-Info იტყობინება. მასწავლებლის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ-გვერდიდან ამოღებულია.

ინციდენტის შესახებ თავდაპირველად 28 ნოემბერს კრემლთან დაკავშირებულმა ტელეგრამ–არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია. თავადვე იუწყებოდნენ, რომ ამბის გასაჯაროების შემდეგ პოლიცია მივიდა მასწავლებელთან და დაკითხვაზე გადაიყვანა. გიმნაზიის დირექტორმა ევგენი სკუდნოვმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ თავად საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შედეგად, მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულმა სასამართლომ ავერიანოვი დააჯარიმა 40 ათასი რუბლით რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით. საბოლოოდ მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S