Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროს 12 წლის ვაჟი რუსეთიდან შინ დააბრუნეს

უკრაინელი სამხედროს 12 წლის ვაჟი რუსეთიდან შინ დააბრუნეს

22/12/2023 15:40:54 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის 12 წლის ვაჟი უკრაინაში დააბრუნეს, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს, ბავშვი სამი დღით ჩავიდა მამასთან ლუგანსკის ოლქში, რის შემდეგაც მან ვერ შეძლო რეგიონის დატოვება და თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ოკუპაციის ქვეშ. მან კიდევ ოთხი თვე გაატარა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც ლუბინეცმა თქვა, „რუსულ სკოლაში მოუწია სწავლა“.

დედამ შვილი დამოუკიდებლად დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან უკრაინის ჯარში მსახურობს. ამიტომ ქალმა დახმარება ითხოვა,– ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 19 546 ბავშვია უკანონოდ გადაყვანილი უკრაინიდან რუსეთში. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა. რუსული მხარე, თავის მხრივ ამტკიცებს, რომ 700 ათასი ბავშვი წაიყვანეს.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S