Accentnews.ge
უკრაინამ 66 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 66 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

22/12/2023 15:29:33 მსოფლიო

უკრაინამ 66 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, იტყობინება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

იუწყებიან, რომ პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ ცხედრების გადასვენებას სპეციალიზებულ დაწესებულებებში დაღუპულების შემდგომი იდენტიფიცირების მიზნით.

ბოლოს უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების შესახებ 20 ნოემბერს განაცხადა. მაშინ უკრაინულმა მხარემ 94 ცხედარი დაიბრუნა რუსებისთვის 80 ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ. სამხედრო ტყვეების ბოლო გაცვლა 6 ივლისს შედგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S