Accentnews.ge
აშშ-ს სურს, ძირი გამოუთხაროს პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებას – ახალი გადაწყვეტილება დაანონსდა

აშშ-ს სურს, ძირი გამოუთხაროს პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებას – ახალი გადაწყვეტილება დაანონსდა

22/12/2023 14:44:10 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 22 დეკემბერს მოაწერს ხელს განკარგულებას, რომელიც აფართოებს ვაშინგტონის სამართლებრივ შესაძლებლობას სანქციების დაწესების შესახებ ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება მიიღებს ინსტრუმენტს ფინანსური ინსტიტუტების მიზანმიმართულად დასასჯელად, რომლებიც საბანკო ოპერაციების საშუალებით მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანას.

როგორც განიმარტა, პირველად გახდება შესაძლებელი მეორადი სანქციების ამოქმედება. ეს ყველაფერი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან შეთანხმებით ხორციელდება,– დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქამდე მოქმედი სანქციები ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ კრემლმა იპოვა მათი გვერდის ავლის გზები. მისი თქმით, რიგი კომპანიები, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში, უკვე დაისაჯნენ.

მთავარია ფინანსური სისტემა, რადგან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად საჭიროა ტრანზაქციები და ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების მიზანია, "ქვიშით ამოავსოს რუსული სამხედრო მანქანის მექანიზმები და გაანადგუროს მიწოდების ჯაჭვი",– განმარტა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

განახლება

ბაიდენმა განკარგულებას ხელი მოაწერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S