ნიდერლანდები ამზადებს პირველ F-16–ის გამანადგურებლებს უკრაინაში გასაგზავნად
22/12/2023 14:25:50 მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინისთვის პირველი F-16–ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დაწერა X–ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაუბრის შემდეგ.
რუტემ აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის პირველი F-16 თვითმფრინავის გადაცემისთვის დაიწყოს მზადება.
„F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” - წერს რუტე.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჰოლანდიის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილებისთვის, ასევე „ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების აქტიური მხარდაჭერისთვის“.
„ჩვენ განვიხილეთ მოვლენები ფრონტის ხაზზე, სიტუაცია შავ ზღვაში და უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო საჭიროებები, განსაკუთრებით არტილერია, თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.


