პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
22/12/2023 13:50:10 მსოფლიო
პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თავისი პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. შესაბამისი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იუწყებიან, რომ დიპლომატი კიევში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და უმაღლეს რადაში გამოვა სიტყვით.
შეხვედრების გრაფიკი უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია.


