უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს პროტესტის ნიშნად
22/12/2023 12:07:11 მსოფლიო
რუსეთის ელჩი ტაშკენტში ოლეგ მალგინოვი უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლიტიკური პარტიის „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარე ზახარ პრილეპინის განცხადებასთან დაკავშირებით რესპუბლიკის ტერიტორიის რუსეთისთვის მიერთების თაობაზე.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები "არ შეესაბამება უზბეკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას".
„მსგავსი განცხადებები, მით უფრო, რომ ფართოდ არის გავრცელებული რუსულ მედიაში, მიზანმიმართულად პროვოკაციული ხასიათისაა და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ხალხებს შორის დამკვიდრებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
20 დეკემბერს პრილეპინმა ისაუბრა იმ ტერიტორიების ანექსიის სასარგებლოდ, „საიდანაც მიგრანტი მუშები მოდიან ჩვენთან“:
”უბრალოდ შემოვიერთოთ და ადგილზე ვასწავლოთ მათ რუსული. მე არ ვხუმრობ".


