Accentnews.ge
მასშტაბური ოპერაცია თურქეთში – ტერორისზმის საქმეზე 300 პირი დააკავეს

მასშტაბური ოპერაცია თურქეთში – ტერორისზმის საქმეზე 300 პირი დააკავეს

22/12/2023 11:32:22 მსოფლიო

თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 300 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას თქმით, რეიდები ქვეყნის 32 პროვინციაში ჩატარდა. ყველაზე მეტი პირი დააკავეს დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.

თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის „ათა თურქის აეროპორტზე“ 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურობენ თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, სირიასა და ერაყში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S