Accentnews.ge
WSJ: პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი პატრუშევია

WSJ: პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი პატრუშევია

22/12/2023 10:39:38 მსოფლიო

რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია. იუწყება The Wall Street Journal დასავლური სადაზვერვო სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ პატრუშევი პრიგოჟინის მზარდი გავლენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში აფრთხილებდა, "თუმცა, პრეზიდენტმა არ მოუსმინა მის სიტყვებს, ვინაიდან ვაგნერელები ბრძოლის ველზე წინ მიიწევდნენ". მიუხედავად ამისა, როგორც WSJ-ს წყარო ამბობს, ვითარება შეიცვალა 2022 წლის ოქტომბერში.

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ პრიგოჟინმა სავარაუდოდ, დაურეკა პუტინს და საბრძოლო მასალის დეფიციტის შედეგად ვაგნერელების რიგებში დიდი დანაკარგების გამო გაკიცხა. WSJ-ს წყარო ამბობს, პატრუშევი იმ მომენტში პუტინის კაბინეტში იმყოფებოდა. გამოცემა წერს, რომ პუტინმა უგულებელყო პრიგოჟინის შემდგომი პრეტენზიები. როდესაც 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა დაიწყო აჯანყება, პატრუშევმა ეს მიიჩნია, როგორც "ვაგნერის" სამუდამო მოშორების შესაძლებლობა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მიიღწა შეთანხმება აჯანყებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე და მათ ბელარუსის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცათ, პატრუშევმა დაიწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება.

გამოცემის წყაროების ცნობით, მოგვიანებით პუტინს ეს გეგმები გააცნეს, რაზეც მას წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. WSJ-ის ცნობით, 23 აგვისტოს შერემეტიევოს აეროპორტში, Embraer-135ის ტიპის კერძო თვითმფრინავის ფრთის ქვეშ, რომელსაც პრიგოჟინი იყენებდა, პატარა ზომის ბომბი განათავსეს.

აფრენიდან ნახევარ საათში თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S