ნავალნის მე-17 დღეა, ვერ პოულობენ, მისმა გუნდმა ინფორმაციაზე ჯილდო დააწესა
22/12/2023 09:06:47 მსოფლიო
ალექსეი ნავალნის, რომელიც 9-წლიანი პატიმრობა იხდიდა მელეხოვოში და შემდეგ იქიდან გაურკვეველი მიმართულებით "გადაიყვანეს", 22 დეკემბერს უნდა ჰქონოდა სასამართლო პროცესი. პოლიტიკოსი სხდომაზე არ გამოჩენილა, მისი თანამოაზრეები და ადვოკატები უკვე მე-17 დღეა ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას. შეტყობინება ნავალნის გუნდის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ის (ნავალნი) კვლავ არ წარადგინეს მოსმენებზე. ნავალნი ამდენი ხანი არასდროს ჰყოლიათ დამალული. ჩვენ გთავაზობთ ჯილდოს (კრიპტოვალუტას) ალექსის შესახებ ნებისმიერი სრული და სანდო ინფორმაციისთვის. მოგვწერეთ navalnybox@protonmail.com“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
18 დეკემბერს ვლადიმირის ოქტიაბრსკის სასამართლომ შეაჩერა ნავალნის საქმეების განხილვა, ვიდრე არ დადგინდებოდა მისი ადგილსამყოფელი. მანამდე ვლადიმირის სასამართლომ განაცხადა, რომ ნავალნიმ "დატოვა ვლადიმირის რეგიონი", მაგრამ რა მიმართულებით, არ იყო მითითებული.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, უპასუხა კითხვას, იცის თუ არა კრემლმა ნავალნის ადგილსამყოფელი. მან თქვა, რომ კრემლს არც განზრახვა აქვს და არც შესაძლებლობა, „აკონტროლოს პატიმრების ბედი”.
11 დეკემბერს ნავალნის ადვოკატს მელეხოვოში აცნობეს, რომ ასეთი პატიმარი მათ სიაში აღარ იყო. სად გადაიყვანეს, არ გაუმხელიათ. პრეს-მდივნის კირა იარმიშის თქმით, ნავალნი ავად გახდა დეკემბრის დასაწყისში, თავბრუსხვევა დაეხვა, მას გადასხვა გაუკეთეს, მას შემდეგ პოლიტიკოსთან კონტაქტი ვერ მყარდება.


