ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი არ შეწყვეტს ომს გამარჯვებამდე
22/12/2023 08:29:24 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ შეწყვეტს ომს გამარჯვებამდე.
"ბრძოლა გაგრძელდება, სანამ მიზნები არ შესრულდება. ეს რთული და სასტიკი ომია და თქვენ იცით, რა რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჯარისკაცების სიცოცხლე", - განაცხადა მან ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას.
ცნობისთვის: ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომს ისრაელის 139 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას ისრაელის 1200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. "ჰამასის" მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზას სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.


