CPJ: ისრაელ-"ჰამასის" ომს, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი ემსხვერპლა
22/12/2023 07:37:11 მსოფლიო
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 61 პალესტინელი, 4 ისრაელის მკვიდრი, 3 ლიბანელი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად ითვლება, 20 დაკავებულია.
კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების საცხობრებლებზე თავდასხმების შესახებ.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან "ჰამასმა" ისრაელზე მოულოდნელი შეტევა განახორციელა. დაიღუპა 1200–მდე ადამიანი, გაიტაცეს 200–ზე მეტი პირი. საპასუხოდ ისრაელმა სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.


