ჩეხეთის შსს: მუშავდება ვერსია, რომ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გასულ კვირას ორი ადამიანის მკვლელობასთანაა კავშირში
22/12/2023 07:25:25 მსოფლიო
პრაღაში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი ადამიანის სიკვდილთანაა კავშირში, – ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მუშაობენ ვერსიაზე, რომ დღევანდელი მსროლელი იყო პასუხისმგებელი გასულ კვირას პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაზე.
შს მინისტრმა თქვა ისიც, რომ უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც თავდასხმის სამიზნე გახდა, დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელის სახლში მამამისის ცხედარი იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ მან ჯერ მამა მოკლა, შემდეგ უნივერსიტეტში წავიდა და იქ გახსნა ცეცხლი.


